გიორგი კვირიკაშვილი : ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს გამარჯვებას ულოცავს. „გილოცავთ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! ლევანი პირველი ქართველი და მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო. გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონიაში “ჰაცუ ბაშოს” სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული. დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი მოიპოვა
შემდეგი სტატიასამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ მურთაზ (ბუტიკო) ჩიქობავა ინიშნება?