გიორგი კვირიკაშვილი: კობა ლურსმანაშვილს აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ხარაგაულის მცხოვრებლებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კობა ლურსმანაშვილმა კარგად იცის ადგილობრივების პრობლემები და ის საუკეთესო წარმომადგენელი იქნება პარლამენტში ხარაგაულისთვის.

“დღეს წარმოგიდგენთ “ქართული ოცნების” კანდიდატს. კობა ლურსმანაშვილი გახლავთ ადგილობრივი. მან ყველაზე კარგად იცის ადგილობრივების ტკივილი. ის იქნება კარგი ხმა, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენთვის მთავრობისთვის თითოეული ადამიანი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კობა ლურსმანაშვილი იურისტი და ის პარლამენტს ყველაზე მეტად ჭირდება.

“ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის კავლიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის. ის არის ნამდვილად იდეალური კანდიდატი იმისთის, რომ ხარაგაულეებბსი ხმა მიიტანოს საქართველოს პარლამენტში და დაიცვას აქ მცხოვრებლების ინტერესები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” და “რესპუბლიკელებმა” პოლიტიკური კრიმინალის აქტი ჩაიდინეს – ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკონსტიტუციოს მიმართა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია მოსახლეობას მოუწოდებს ხელი მოაწერონ “კაბელების საქმეზე” დაკავებულთა გათავისუფლების პეტიციას