გიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცირება

არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ, იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარსოდეს უნდა განმერეოდეს, ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამოცდილი და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი.

„ჩვენი გუნში შედგება თანამებროძლებისგან და ახალი წევრებისგან. ეს არის ის სიმფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას გააერთიანებს, ჩვენ ვაჩვენეთ ამის მაგალითები. არ შეიძლება საზოგადოება დახლიჩო. არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარსოდეს უნდა განმერეოდეს. ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგავი. ყველას, ვისაც ანთებული აქვს გული ქვეყნის სიყვარულით და ვისაც აქვს უნარი ჩვენს ქვეყანაში მოიტანოს პროგრესი, განვითარება ყველასთვის იქნება ადგილი ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ასე საზოგადოების გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვით, შევძლებთ „ქართული ოცნება“, რომ დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით, ერმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოების და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს
შემდეგი სტატია(video) გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა