გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფინანსური ინსტიტუტების იმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან

ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე გავნითარებული არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბანკო სექტორის მიმართ მთავრობას სრული ნდობა აქვს.

„ჩვენ გვყავს ძალიან განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა დაგეგმილ რეფორმებში არის უმნიშვნელოვანესი. ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს ჩვენი ეკონომიკის განვითარების. ნებისმიერი უარყოფითი, მითუმეტეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება ამ მიმართულებით იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, რომ ამ მიმართულებით სიფრთხილე გამოიჩინონ. როდესაც საუბარია კრიტიკაზე, არავისთვის კრიტიკა უცხო არ არის, მითუმეტეს არც მთვრობისთვის და არც ერთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ეხება საკითხი, ეს არ შეიძლება საჯარო იყოს, ვიდრე ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფომარტებში, რომელიც აგვარიდებს ასეთი მგრძნობიარე ინსიტუტიციებისადმი ასეთი ტიპის ბრალდებებს“,- განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, არამხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთლიანად ბინზესის და კერძო სექტორის მონაწილეობა რეფორმირების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

“ფინანსთა მინისტრმა განაცხადა და მეც ვიმეორებ, რომ ჩვენი საბანკო სექტორისადმი გვაქვს სრული ნდობა. ვართ ძალიან მჭირდო კოორდინაციაში და მათი მონაწილეობა, არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთლიანად ბინზესის და კერძო სექტორის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, კლინიკების მენეჯმენტთან უფრო აქტიურად იმუშაონ
შემდეგი სტატიაჯანდაცვის რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის