გიორგი კვირიკაშვილი “კასირი” მეტსახელად “რაფო”-მოგებული ტენდერები და კორუფციული სქემები

ელისო კილაძე

შპს „იბერ კონსალტინგი“ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2004 წელს რაფიელ სურამელაშვილთან და ლევან ნოზაძესთან ერთად დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში კი ფიქსირდება, მაგრამ მოქმედ პრემიერს ის დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს. როგორც ოფიციალურად განმარტავენ, „იბერ კონსალტინგი“ არის ძველი და უმოქმედო ბიზნესი, სამაგიეროდ, გიორგი კვირიკაშვილის ყოფილი პარტნიორები არიან მოქმედები, _ რაფიელ სურამელაშვილი და ლევან ნოზაძე რამდენიმე ათეულ კომპანიას ფლობენ; მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში და იგებენ მათ; ფლობენ საბაჟო ტერმინალებს და არიან პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები.

ლობირებს თუ არა პრემიერი კვირიკაშვილი ყოფილ ბიზნესპარტნიორებს? რატომ „აიასნებს“ რაფო ბიზნესმენებთან სიტუაციას? და რატომ აცხადებს ის, რომ ქვეყანაში ფინანსური სიტუაციის დალაგება მას ევალება?

„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიება

რაფიელ სურამელაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი შპს „იბერ კონსალტინგის“ 50-50%-იანი წილის მფლობელები იყვნენ. გიორგი კვირიკაშვილი, ამავდროულად, კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. 2005 წლის 12 აგვისტოს ორივე პარტნიორმა საკუთარი წილიდან 25-25-% ლევან ნოზაძეს დაუთმო და გიორგი კვირიკაშვილი დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა, მის ნაცვლად კომპანიის დირექტორად 1984 წელს რუსეთში დაბადებული დაჩი დვალიშვილი დაინიშნა. მოქმედ პრემიერ-მინისტრთან ერთად დაწყებული ბიზნესი სამივესთვის მომგებიანი აღმოჩნდა, _ რაფიელ სურამელაშვილი და ლევან ნოზაძე საკუთარ კომპანიებს, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს წარმატებით ავითარებდნენ, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე მადლიერებას მსხვილი შემოწირულობებით გამოხატავდნენ. 2012 წელს რაფიელ სურამელაშვილმა ენმ-ს 15 000 ლარი შესწირა, შპს „ამერიქოლდმა“ (დირექტორი ლევან ნოზაძე) _ 49 965 ლარი. რაფიელ სურამელაშვილი ბევრად უფრო გულუხვი იყო „ქართული ოცნების“ მისამართით. 2015 წელს „ოცნებამ“ მისგან 45 000 ლარი, ხოლო 2017 წელს 60 000 ლარი მიიღო; „ამერიქოლდმა“ 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი, 2017 წელს კი 50 000 ლარი გადაუხადა.
ტენდერების მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ რაფიელ სურამელაშვილს 193 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული.
რაფიელ სურამელაშვილი არა მხოლოდ მოქმედი პრემიერის, არამედ მსხვილი ბიზნესმენის, თემურ ჭყონიას ბიზნესპარტნიორიცაა. 2006 წელს მან თემურ ჭყონიასთან ერთად შპს „თ&რ დისტრიბუშენ“ გაატარეს რეგისტრაციაში. ამ კომპანიაში თემურ ჭყონია 70%-ს ფლობს, რაფიელ სურამელაშვილი კი _ 30%-ს. კომპანიის დირექტორია ალექსანდრე ლაცაბიძე. თემურ ჭყონია და რაფიელ სურამელაშვილი ასევე ფლობენ შპს „თ&რ დისტრიბუშენ აჭარას“, რომლის საქმიანობის კატეგორიაა კვების პროდუქტების დისტრიბუცია და თამბაქოთი და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა (საბითუმო). განსაკუთრებით საყურადღებოა დღეის მდგომარეობა, რადგან „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სიგარეტის კონტრაბანდა სწორედ რაფიელ სურამელაშვილის სახელს უკავშირდება.
შპს „თ&რ დისტრიბუშენის“ ერთ-ერთი დირექტორი, ალექსანდრე ლაცაბიძე, თავის მხრივ, რამდენიმე ათეულ კომპანიას ფლობს. მისი გვარი ასევე მოხვდა „PANAMA PAPEღშ“-ის გახმაურებულ სკანდალში. ალექსანდრე ლაცაბიძე ამ სიაში 65-ე ადგილზეა (59001002247) ღომინვესტ თრადინგ Gორპ (POA).
პანამის დოკუმენტების სკანდალი ერთადერთი არაა, რაშიც ალექსანდრე ლაცაბიძე აღმოჩნდა გახვეული. 2008 წელს მის მიერ დაფუძნებული კომპანია „ნიუ კონტრაქშენი“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში „ნიუ კონტრაქშენის“ დირექტორს, გიორგი მჭედლიშვილს, შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა დევნილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, რატი სვანაძე, რასაც შედეგად მოყვა 649 780 ლარის მითვისება. აღნიშნული ობიექტი საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სულ მოხდა 1 750 352 ლარის მითვისება.

გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორ რაფიელ სურამელაშვილის სხვადასხვა კომპანიაში მონაწილეობის არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
შპს „თ&რ დისტრიბუშენ“;
შპს „რგ ტრეიდი“;
შპს „ატლასგლობალ ჯორჯია“;
შპს „ბანა“;
შპს „ნერო კონტრაქშენ“;
შპს „ალფა“;
შპს „NOVA GღOUP“;
შპს „ნიუ კონტრაქშენ“;
შპს „ელ ჯგუფი“;
შპს „ჯი ელ ტრეიდინგ“;
შპს „იარასა თრეველ“;
შპს „ჯოვანე ჯენტილე“;
შპს „ატლანტიკა“;
შპს „იუნაიტედ კოლორსი“;
შპს „ქართული გამაგრილებელი სასმელები“;
შპს „ეი არ ინტერნეიშენალ კომპანი“
და ა. შ.

ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება გიორგი კვირიკაშვილის მეორე ბიზნესპარტნიორის, ლევან ნოზაძის მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიის საქმიანობაში. კერძოდ:
შპს „გეოფუდს დისტრიბუშენი“;
შპს „კოკა-კოლა ბორჯომი“;
შპს „კოკა-კოლა აჭარა“;
შპს „ტრანსსერვის აჭარა“;
შპს „ტრანსსერვის კარწახი“;
შპს „ევრაზია ტრანსსერვისი“;
შპს „ამერიქოლდი“;
შპს „ქართული აგროპროდუქტი“
შპს „ქართული ხილის კომპანია“
და ა. შ.

რაფიელ სურამელაშვილის კომპანია „ალფას“, სადაც ის 100%-იანი წილის მფლობელია, სხვადასხვა დროს მოგებული აქვს 25 მსხვილი ტენდერი. 2016 წელს ამ კომპანიას სანაცვლოდ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეწირული აქვს 120 000 ლარი.
კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორის მიერ 2014 წელს დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა შპს „ონლაინ ფაინენსი“. კომპანიის 60%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული Mონეყმან Hოლდინგ Lიმიტედ-ია, 10-%-იან წილს რაფიელ სურამელაშვილი, 10%-იანს არმაზ თავაძე („არდი დაზღვევა“) და 20%-იან წილს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძე ფლობენ.
როგორც არსებული ინფორმაციით ირკვევა, რაფიელ სურამელაშვილის ბიზნესპარტნიორი არმაზ თავაძე მედიასივრცეშიც გამოჩნდა, _ იგი ბათუმსა და ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რაფიელ სურამელაშვილის კომპანიები არა მხოლოდ ტენდერებს იგებენ და გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, არამედ პირადად სურამელაშვილი ბოლო დროს მოქმედი პრემიერის სახელით არაერთი ფინანსური სქემის დალაგებაში მონაწილეობს, მათ შორის, საბაჟო ტერმინალებზეც.
ბოლო დროს რამდენიმე ტენდერი მოგებული აქვს „ატლასგლობალ ჯორჯიას“, შპს „თ&რ დისტიბუშენს“, შპს „NOVA GღOUP“-ს.
გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ შპს „ატლასგლობალ ჯორჯია“, შპს „თ&რ დისტრიბუშენი“, შპს „ნიუ კონტრაქშენი“,
შპს „ბლექ სი ფუშენ“, შპს „Mაგ Aუტოპორტს“
და ა. შ.

გაგრძელება იქნება

banner
წინა სტატიაშიმჭედლიშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს