გიორგი კვირიკაშვილი: კახი იქნება ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. მან ყოფილი ენერგიტიკის მინისტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა და წარმატებები უსურვა.

“დღეს უკვე ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე – კახი კალაძე. კახი გახლავთ არამხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, არამედ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრი. სადაც იყო კალაძე იქ ყოველთვის იყო გამარჯვება. წარმატება და დარწმუნებილი ვარ რომ ასე იქნება ყოველთვის. ის ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით ის არის ძალიან კარგი ადამიანი და მას არასდროს უღალატია პიროვნული ღირსებისთვის. მე მინდა წარმატება ვუსურვო კახის. მე დარწმუნებული ვარ რომ კახი ძალიან წარმატებით გაართმევს თავს ამ გამოწვევას. კახი იქნება ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მერი. “,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

https://www.youtube.com/watch?v=fw4jaHEckZE&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) კახა კალაძე : თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ
შემდეგი სტატიაკახა კალაძის წარდგენის პარალელურად, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ