გიორგი კვირიკაშვილი : ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა

დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის დეტალები ზუსტდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

„მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატო-ს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტი ივლისში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები”