გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატოს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.

საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე, ნატოსთან თავსებადობას, ემსახურება.
ასევე, განხილულ იქნა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და იყენებს ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს საქართველოს მეგობრებს.

banner
წინა სტატიაშიოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას მემორიალი გაიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს პარლამენტში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ