გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქართველ და ებრაელ ერებს შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ორი ერის მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელი მაგალითია თითოეული ქართველისთვის, თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება გაერთიანდეს პოზიტიური, განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების გარშემო და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო.

“ჩვენც სწორედ იმავეს ვაკეთებთ. 25 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ, ალბათ, ამ პროცესის დასაწყისში ვართ. წელს აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ჩვენ ვამაყობთ იმ შესანიშნავი შედეგებით, რომლებსაც ამ წლების მანძილზე მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც უდიდეს დახმარებას გვიწევდა ამ პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი. აქედან 700 მეტრის მოშორებით, მშვენიერ ნაძვნარში ებრაელი ექსპერტების დახმარების შედეგად ჩვენ დავაარსეთ პირველი ტექნოპარკი საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელს, როგორც სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს. მოხარული ვარ, რომ ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი ებრაელი მეგობრების ასეთ აქტივობას”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე ქართველი და ებრაელი ერების დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე:”დელტას” შემთხვევაში უნდა მომხდარიყო შემოწმება, ანალიზი, დასკვნა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, “ქართული ოცნება” არჩევნებს მაინც მოიგებს