გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელიაგიორგი კვირიკაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთთან დღეს არსებული ფორმატი იძლევა პროგრესის მიღწევის საშუალებას რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, თუმცა ნებისმიერი კონსტრუქციული როლი, რომელიც შეიძლება ამ პროცესში მესამე მხარემ ითამაშოს, მისასალმებელი იქნებოდა.
“კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლების მხრიდან იყოს გაჟღერებული ეს მოსაზრება. მე ვფიქრობ, რუსეთთან დღეს არსებული ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ პროგრესი მიღწეული იყოს, თუ რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ზოგადად, მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, ნებისმიერი კონსტრუქციული როლი, რომელიც შეიძლება ამ პროცესში მესამე მხარემ ითამაშოს მისასალმებელი იქნებოდა იმ მიმართულებით, თუკი ისინი მოახდენდნენ ზეგავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უპირველეს ყოვლისა მოსკოვში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნას. როგორც ალასანიამ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ გერმანია არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს. ალასანიას თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული იყო მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, თუმცა ეს არ გაგრძელებულა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ეთნიკურ წმენდებს ატარებს სირიაში -დავუთოღლუ
შემდეგი სტატიაქართველების და აფხაზების შეხვედრა ერევანში