გიორგი კვირიკაშვილი: ინტერნეტკაზინოების საკითხს საფუძვლიანად შევისწავლი

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზარტული თამაშების ბიზნესი საკმაოდ დამაზიანებელია, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე აღნიშნა, მთავრობამ შესაძლოა ამ მიმართულებით რეგულაციები შემოიღოს.

“აზარტული თამაშები, ინტერნეტკაზინოების საკითხს საფუძვლიანად შევისწავლი. წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. უნდა გავერკვე, როგორ შეიძლება მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ მივედით დასკვნამდე, რომ ეს შეუძლებელია, შეიძლება სხვა ტიპის ზომები მივიღოთ. ის ზიანი, რომელიც ამას მოაქვს მოქალაქეებისთვის, ვეცდებით, მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული. რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, ამ ბიზნესის მნიშვნელობა უნდა გავითავისოთ. ჩვენი მოქალაქეები მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ იმ ტურისტებიდან, ვინც სათამაშო ბიზნესისთვის შემოდის საქართველოში. ონლაინთამაშები და კაზინოები უნდა განვასხვავოთ. ფიზიკური კაზინოების მნიშვნელობა ტურიზმის და სასტუმრო ინდუსტრიისთვის ძალიან დიდია”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ბანკის ყაჩაღობის აღკვეთისთვის საპატრულო პოლიციის ოფიცერებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატია“ბავშვებმა სკოლიდანვე უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ”