გიორგი კვირიკაშვილი ინგლისელ ხალხსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მანჩესტერში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრემიერმინისტრი დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება
შემდეგი სტატიამანჩესტერში აფეთქების გამო შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა