გიორგი კვირიკაშვილი – იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ იმერეთში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ამომრჩევლის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებენ.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ეს ადამიანები არიან ”ქართული ოცნების” კანდიდატები, რომლებსაც კარგად იცნობენ რაიონებში, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობის და პროფესიონალიზმის ნიშნით. ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმუმს გააკეთებენ ხალხისთვის, ”ქართული ოცნება” მათ სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს, გამარჯვებას მოიპოვებს და თავს არ დაზოგავს იმერეთისთვის და საქართველოსთვის. იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა”, – განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით
შემდეგი სტატიაყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია