გიორგი კვირიკაშვილი : იმედი მაქვს, პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა დღეს წინასაარჩევნო კამპანიის პროცესზე საუბრით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ტარდება პირველი უწყებათაშორისი სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, ყველანაირი ექსცესების გარეშე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ამ კომისიის სხდომის მეშვეობითაც პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები. სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა : ვიდეო გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება