გიორგი კვირიკაშვილი : გიგლა აგულაშვილი კარგი მინისტრია და სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგლა აგულაშვილის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებას და „ქართული ოცნების“ რიგებში შეერთების გადაწყვეტილებას ეხმაურება. პრემიერის განმარტებით, აგულაშვილი კარგი მინისტრია და მისთვის სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა:

„ჩვენ გვქონდა საუბარი. გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო გადაწყვეტილება. გიგლა აგულაშვილი არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩვენი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს. იყო გარკვეული კონსულტაციები და ჩვენ ცივილიზებულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიქართველ ძალოსნებს ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა