გიორგი კვირიკაშვილი: გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები იმედის მომცემია

მივესალმებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ლოგიკური დასასრული სექტმებრის მეორე ნახევრისთვის არის მოსალოდნელი.

„ჩვენ გვქონდა დილით შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვისაუბრეთ. გერმანია გვპირდება, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო მექანიზმს და გავლენას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს შეჩერების მექნიზმის მიღება ევროპარლამენტის მიერ, შემდეგ უკვე დაჩქარდეს პროცესები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის. არ მინდა, პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ ის, რომ გერმანიის კანცლერიც ამავე სახის განცხადებებს აკეთებს, ჩემთვის ძალიან იმედის მომცემია“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ბრიუსელშიც, ევროპის დედაქალაქებშიც.

banner
წინა სტატიაშისაგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნა
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე აჭარის ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, საქართველოში 3 ივლისს ჩამოდის