გიორგი კვირიკაშვილი: განვლილი ოთხი წელი ჩვენ ვაკეთეთ საქმე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მოქმედ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, მოქმედი შემადგენლობა მთავრობის ბოლო სხდომას მართავს.

“დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, არის ბოლო მთავრობის სხდომა. მინდა, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ განვლილი ოთხი წელი,რომელიც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, ვაკეთეთ საქმე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას,რომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამისთვის მინდა ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძემ დეპუტატობაზე უარი თქვა
შემდეგი სტატია“მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა”