(FOTO)გიორგი კვირიკაშვილი გალა კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის სახელით, გაიმართა საზეიმო მიღება.
“საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნა არის საერთო ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს. წელს ასევე ვემზადებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის თარიღისთვის და გვაქვს საშუალება გადავხედოთ ჩვენი თანამშრომლობის 25 წელიწადს, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას. მანვე საქართველოს სახელმწიფო ოპერას Opera Europa-ს წევრობა მიულოცა.
ოპერის თეატრში გამართულ კონცერტს და საზეიმო მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.
“ევროპის დღეები” საქართველოში 24 მაისამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიატვირთვის ადგილი მოსკოვი, ამტვირთავი გაბედავა-კილაძის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატია(video) როგორ მდიდრდება სახელმწიფო რესურსის გამოყენებით ბიძინა ივანიშვილის კომპანიები