გიორგი კვირიკაშვილი: ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას ევროკავშირის ქვეყნებში

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ შესვლის შემთხვევაში მასზე სამუშაო უფლება არ გავრცელდება. ვიზალიბერალიზაციის პირობები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინდივიდუალური უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, ზონის ყველა ქვეყანაში შესვლა დოკუმენტების სტანდარტული ჩამონათვალით იქნება შესაძლებელი.

„არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისათვის საჭირო არ იქნება, თუმცა ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების იმიგრაციის სისტემა და როგორც საქართველოში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში, ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დაჭირდებათ. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე სავაჭრო შეთანხმების, რომლის ეფექტიანობა წარმოუდგენელია იმის გარეშე, რომ საქართველოს მცირე მეწარმეებმა, ფერმერებმა, შეძლონ ევროპაში თავისუფალი გამგზავრება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაღდადი ვაშინგტონს ერაყელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამაია ფანჯიკიძე უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ივნისისთვის ელოდება