გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს 30 მაისის სხდომას დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

ამასთან, სხდომას დაესწრებიან მთავრობის ის წევრებიც, რომლებიც უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და “სელფს” აქვეყნებს
შემდეგი სტატია(video) პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებ