გიორგი კვირიკაშვილი : ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდება, თუ იმპორტი დამატებითი ღირებულების შექმნას ხმარდება

ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, თუ იმპორტი დამატებითი ღირებულების შექმნას ხმარდება, – ამის შესახებ პერმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „საგადასახადო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები 4-პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს „საგადასახადო კოდექსში“. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს გადასახადისგან, იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 4-პუნქტიანი პროგრამის ფარგლებში, იმ საგადასახადო ცვლილებების, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ნაწილობრივ და ეს გაგრძელებაა ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც ემსახურება საქართველოში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი, ლანჩხუთში კი, თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქნება
შემდეგი სტატიასაქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა