გიორგი კვირიკაშვილი დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე გაიმართება.
ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრს უკვე მეორედ ხვდება. იანვარში გამართული პირველი შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიობამამ ბრიუსელის დაკავებების შედეგები ბელგიას და საფრანგეთს მიულოცა
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: ვაპროტესტებ იმ სიბინძურეს, რომლის ტერორის მსხვერპლიც ჩვენი საზოგადოება გახდა