გიორგი კვირიკაშვილი : დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია : დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია – დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღესთან დაკავშირებულ ღონოსძიებაზე გააკეთა.

”დღეს ილია მართლის დაბადების დღეა, ილიას მარადიული სიცოცხლის დასაწყისია. ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი ქართველი ერის ცხოვრებაში. დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა. დღეს საქართველომ კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი მიიღო. ჩვენი ისტორია ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლის და ვერსწავლის ისტორიაა. ამიტომ დღეს კიდევ ეთხელ, გაცილებით მეტი სიმძაფრით და სიმწარით დგება ამ გაკვეთილის მნიშვნელობა. ვაჟა-ფშაველამ თქვა: ილიას მკვლელებს რომ შეძლებოდათ, საქართველოს მოკლავდნენო, მაგრამ ვერ მოკლეს – ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც მარადიული და საქართველოც მარადიულია. ამ სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა, ქართველი ერის განვითარების ვექტორი გაამყარა, ქართველი ერის ზნეობა განამტკიცა. ილიამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მოღვაწეობა, მწერლობა, საზოგადო მოღვაწეობა ამას ეძღვნებოდა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ილია ყველაზე კარგად ასახვდა საკუთარ თავში საქართველოს ჰარმონიას ევროპასთან. ”ილიას ყველა სიტყვაში არის დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის იდეა. საქართველოს დამოუკიდებლობა არავის უგრძნობინებია ქართველებისთვის ისე, როგორც ეს ილიამ გააკეთა. სიტყვები, რომელიც ილიამ წარმოთქვა, არის ყველაზე აქტუალური დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას. საქართველოს წინაშე დღეს საფრთხეებით სავსე გამოწვევები დგას და ამ გამოწვევების გასამკლავებლად ილიამ მოგვცა ყველაზე კარგი წამალი. ილიამ ბრძანა: ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუხალისოთ, ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ. ამაზე დიდი სიტყვები საქართველოს ისტორიაში არავის უთქვამს. ამ სიტყვებში დევს საქართველოს განვითარების ვექტორი, საქართველოს სიძლიერე და ქართული გენის გადარჩენის ფორმულა. მე ვერაფერს დავამატებ ამ სიტყვებს. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა: ღმერთმა ქნას, ღირსი გაგვხადოს ამ სიტყვების! ღმერთმა ქნას, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი, ყველა ჩვენი ქმედება ამ სულისკვეთებით იყოს ნაკარნახევი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაზარელი შემთხვევა თუშეთში – გარდაცვლილია 21 წლის ახალგაზრდა, დაშავებულები თბილისში გადმოჰყავთ
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრების შეხვედრა პრეზიდენტთან