გიორგი კვირიკაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე კი ჩანიშნულია სამუშაო შეხვედრები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა ღია მმართველობის პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. პრემიერი მოლდოველ კოლეგასაც შეხვდა და მისგან მიწვევა მიიღო. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყო გიორგი კვირიკაშვილისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის თემა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა