გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში „დამაჯერებლად გაიმარჯვებს“

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კახა კალაძის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
„კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატურა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ძალიან პატიოსან ბრძოლაში და ეს გამარჯვება იქნება თითოეული თბილისელის იმედების ასრულება. ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, განუმეორებელი დედაქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამაში ეჭვი ერთი წამითაც კი არ მეპარება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის წარდგენის პარალელურად, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში