გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის ოპოზიციასთან საუბარი უცხო არ არის

ის ფაქტი, რომ ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სხდომაზე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი უკვე რამდენიმე თვეა, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აქტიურად ხვდება.

„ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სხდომაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება. ჩვენთვის არ არის უცხო საუბარი ოპოზიციასთან. უკვე რამოდენიმე თვეა მე არაერთი შეხვედრა მქონა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, გავცემ ყველა კითხვას პასუხს, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ მეორე მხრივ არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რომელიც საქართველოშია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის დეტალები
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილისა და ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზეც ისაუბრეს