გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსი, გავაძლიეროთ სოფელი

ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა არის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ „აგროკრედიტის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის სიძლიერე.

„ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა არის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ დავიწყეთ პრაქტიკულად განადგურებული დარგის აღორძინება, გადავდგით პირველი რიგის ნაბიჯები სასოფლო სამეურნეო დარგების განვითარებისთვის, გლეხებისა და ფერმერების წახალისებისთვის თითქმის ოთხი წელია ვახორციელებთ არაერთ პროექტს, რომელმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები იხვეწება და ფართოვდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გლეხებს და ფერმერებს მუშაობაში წარმოების განვითარებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ასეულობით დონორმა უკვე ისარგებლა სოფლის მეურნეობის პროექტებით, რომელმაც უკვე მოიტანა, ფერმერებისთვის ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახადა გაიზარდა სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა მიმდინარე პროექტს დღეიდან თავი მოვუყაროთ ერთ აგრო პროექტში, რადგან ჩვენი მუშაობა გახდეს უფრო ეფექტური და ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, და ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსი საიმისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპორტირება “თავისუფალი დემოკრატებიდან” “ქართულ ოცნებაში”- პარტია 5 ადამიანმა დატოვა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი საბურთალოზე-14 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს