გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნამდვილად გავაკეთეთ მაქსიმუმი, რომ ვიზალიბერალიზაცია ყოფილიყო

ჩვენ ნამდვილად გავაკეთეთ მაქსიმუმი, რომ ვიზალიბერალიზაცია ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის ბოლომდე მიყვანა, ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებული შიდა პოლიტიკური მიზეზებისა და სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„ვერავინ მოახერხებდა ამას, ვინც უნდა ყოფილიყო ჩვენს ადგილზე. ეს არის რეალობა. არ მაქვს პრეტენზია, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვაკეთებთ ყველაფერს, ადამიანები ვართ, მაგრამ, კონკრეტულად ამ საკითხზე ნამდვილად გავაკეთეთ მაქსიმუმი, რომ ვიზალიბერალიზაცია ყოფილიყო. სამწუხაროდ, ბიუროკრატიული და სხვადასხვა მიზეზების გამო, რაც შიდა პოლიტიკურ სივრცეებში შეიქმნა ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის სირიიდან მიგრანტების კრიზისიდან გამომდინარე და ა.შ, ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით სამწუხაროდ“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

banner
წინა სტატიაში“2005-2008 წლებში სამხედრო ტექნიკისთვის გათვალისწინებული 32 მილიონი დოლარი გაქრა და საქმე პროკურატურაშია”
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძემ კითხვას, “არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები,” არ უპასუხა და სხდომათა დარბაზი დატოვა