გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვებას

ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პროცესები წარიმართოს მშვიდად, გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით.
„მთავარია, რომ შექმნილია თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და არ ხდება ამომრჩეველთა შანტაჟი და დაშინება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილს სჯერა, რომ გამარჯვება იქნება დამაჯერებელი, იმის მიუხედევად, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
„ეს ბარიერი ჩვენი აწეულია და ავწიეთ იმიტომ, რომ დეპუტატებს რაც შეიძლება მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ. ამით ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს გასამარჯვებლად“, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია თამამად შევხედოთ თვალებში თბილისს