გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დიდად არის დაინტერესებული, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუდენს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გარემო გამოწვევებით არის სავსე. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დემოკრატია განვითარდეს ჩვენს სამეზობლოში. ჩვენ გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც ნათლად არის განსაზღვრული – ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ გზაზე და ახორციელებს ყველაფერს, რაც მოცემულია ჩვენს მთავარ დოკუმენტში, ასოცირების შესახებ შეთანებაში. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობის რეფორმებს ვახორციელევთ. მნიშვნელივანია, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც გათვალისწინებულია თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისა და ეცროტლანტიკური ინტეგრაციისთვის.

„ეს არის ერთადერთი ფორმულა, რომ დამყარდრს მშვიდობა დიდი ხნის განმავლობაში და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული განვითარება, იმ რეფორმების მდგრადობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ძალიან გვიხარია, რომ არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდა ვარშავის სამიტის შემდეგ. ეს უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო შესაძლებლობების ამაღლებას, ასევე ნატო-ს ჩართულობას“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დემოკრატიას შეჩერების საფრთხე დაემუქრება, თუ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი არ იქნება
შემდეგი სტატია“ჟონავს ინფორმაცია, რომ “ენმ” პროვოკაციებს გეგმავს, ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება”