გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას

პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პენსიების ზრდა 2017 წლის ბიუჯეტიდან არ იგეგმება, ეს განცხადება პრემიერმა “ენმ”-ს წევრის ზირაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა:

“მე სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას ვაპირებთ დღეს. ეს არის რეალკობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიპ სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება” განაცხადა კვირიკაშვილმა ჭიაბერაშვილის პასუხად.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის თქმით, რომან გოცირიძის განცხადებებით გაკვირვებულია
შემდეგი სტატია(video) უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა მიმდინარეობს