გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გერმანიამ იმედები გაგვიცრუა

ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან,- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მის თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს კონტექსტები, მათ შორის როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე გლობალური პოლიტიკის.

„ამიტომ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები, თვლით, რომ პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს ვროპული ტრანსფორმაციის პროცესში, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ვთლით, რომ მივაღწევთ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში და საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, საქართველო თვლის, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, საქართველომ გააფართოვოს პარტნიორობა ნატო-ს ალიანსთან და ვთვლით, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისათვის.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გერმანიას და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და მადლობა გადაუხადა გერმანიას იმ მრავალმხრივი მხარდაჭრისთვის, რომელსაც ის ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს უწევს.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ