გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წინადადება ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია

ბიძინა ივანიშვილის წინადადება ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია, –  ამის ესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, დააფინანსოს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსიას და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც.

“ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადებამოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მთელი მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი – ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდომის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს”- გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდება
შემდეგი სტატიანიცშესთან მოპაექრეს ,,ყვარყვარეს,, ავტორი არ ცოდნია…