გიორგი კვირიკაშვილი – ბატონ გოდერძის ნაბიჯი ღირსეულია და შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ხობის მჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, გოდერძი ბუკიამ ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროში გადასვლა არჩია.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს, გოდერეძი ბუკიას მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მისი ნაბიჯი ღირსეულია, რომელიც შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს.
”ბატონი გოდერძი ბუკიას ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ იგი აპირებს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, მათ შორის საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით. ბატონმა გოდერძიმ არჩია ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან, ბიზნესსექტორს დაბრუნებიდა. ეს მისი მხრიდან არის ღირსეული ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს. მივესალმებით, რომ ბატონი გოდერძი ბუკია რჩება გუნდის წევრად და მხარდამჭერად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორთან მომხდარ ავარიას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარატომ ისწავლა მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა აზერბაიჯანული ენა