გიორგი კვირიკაშვილი ბათუმშია

საქარველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ორდღინი ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. სწორედ ვიზიტიდან დაბრუნების დროს შეიტყო პრემიერმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარის შესახებ, რის შემდეგაც, დაუყონებლივ შეცვალა მარშრუტი და თბილისის ნაცვლად, ბათუმში ჩავიდა.

თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი – ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე-მაშველი. ეს მსხვერპლის მასშტაბით რეგიონში ყველაზე დიდი ხანძარია.

შსს-ს ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს