გიორგი კვირიკაშვილი: ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების, დიდი მიტარბის გათვალისწინებით, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ქვეყნის სივრცითი მოწყობაა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში ტურისტულად მიმზიდველი დასახლებების განაშენიანებისა და სივრცით-ტერიტორული მოწყობის უზრუნველყოფა.

„ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება–საქართველოს სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ვეთანხმები არჩილ გეგეშიძეს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა