გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი კვირიკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 4 დეკემბერს, აზერბაიჯანის “გიუნეშლის” საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი.
“საქართველოს ვიცე-პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოსახლეობას და უთანაგრძნობს მათ ამ მძიმე წუთებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას