გიორგი კვირიკაშვილი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს სურვილს, გაღრმავდეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2017 11:59

გიორგი კვირიკაშვილი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს სურვილს, გაღრმავდეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, გაღრმავდეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს 25 წელი შესრულდა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის როლი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების, ნატო-ში გაწევრიანენბის გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი.

“მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი პარტნიორს, მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად. მიუნხენში ჩვენი მოკლე გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, პატივი მქონდა, ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით გამემართა შეხვედრები ვაშინგტონში. დღეს კი თბილისში გავაგრძელეთ ჩვენი დიალოგი. თქვენი სტუმრობა, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში, ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის და თქვენს დიდი სურვილს, გააღრმავოთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. რისთვისაც მე დიდ მადლობას გიხდით.

წელს 25 წელი შესრულდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების და ნატო-ში გაწევრიანენბის გზაზაე იყო და არის უმნიშვნელოვანესი. თქვენი დახმარების შედეგად, საქართველო აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა. დღეს ჩენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ასევე ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში.
ქართველი ხალხი დიდად აფასებს ამერიკელი ხალხის მეგობრობას, გვერდით დგომას და მტკიცე მხარდაჭერას”,-მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2017 11:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics