გიორგი კვირიკაშვილი : აშშ-ში ელჩად დავით ბაქრაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან კონსულტაციების გზით შეირჩა

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ამერიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან კონსულტაციების გზით შეირჩა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 56-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ დავით ბაქრაძეს გააჩნია ყველა ის საჭირო თვისება, რაც მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ქვეყანას.

კვირიკაშვილმა ყოფილ ელჩს არჩილ გეგეშიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს. მან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ-სთან. მინდა ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. დავითს ვუსურვებ დიდ წარმატებებს, ის ძალიან მნიშვნელოვან დროს და მომენტში დაიკავებს ამ უმნიშვნელოვანეს პოსტს, მას გააჩნია გამოცდილება როგორც ელჩად მუშაობის, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებში, ასევე ახლა უკვე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მისი პიროვნული თვისებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთაშორის ურთიერთობების გამყარების კუთხით და მინდა მოგილოცოთ ბატონო დავით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის პროცედურები მალევე დაიწყება და ის არჩევნების შემდეგ უახლოეს მომავალში შეუდგება აღნიშნულ პოსტზე მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე
შემდეგი სტატიახუთი შვილის დედა სამსახურიდან გაათავისუფლეს სასამართლოზე ობიექტური ჩვენების მიცემისთვის