შესაძლო ცვლილებები დამოკიდებულია არჩევნებში ვინ რა ფორმით იღებს მონაწილეობას. არსებობს კანონი და კანონს ემორჩილება ყველა, – განაცხადა ეკა ბესელიამ დასმულ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ თინა ხიდაშელმა თანამდებობა დატოვოს.
„დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც არის მთავრობის ხელმძღვანელი. გიორგი კვირიკაშვილი არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასთან დაკავშირებით. გამონაკლისი არის მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, რომელზედაც არ არის ესეთი დათქმა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით იყოს სავალდებულო მისი გადადგომის საკითხი. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში გაირკვევა საარჩევნო სუბიექტების პოზიციები, მათ შორის „რესპუბკიკელების“ და დაველოდოთ მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.