აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ეფექტურად დაიწყო მუშაობა,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს საარჩევნო პროცესში მოუწევს ჩართვა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს. მან ძალიან ეფექტურად დაიწყო მუაობა აჭარაში. ზურაბ პატარაძე გახლავთ ყოფილი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დიპლომატიის. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის თავმჯდომარე იქნება. არჩილ ხაბაძეს კი, არჩევნებთან დაკავშირებით მოუწევს საარჩევნო პროცესში ჩართვა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას და წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად უკვე, არჩევნების პროცესში, რაც ასევე მნიშვნელოვანია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.