გიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო

არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა წალენხიჯაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა.

„არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩევნი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება ჩვენი გუნდის ყველა წვერი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ ამავე დროს ეფექტური სწრაფი ნაბიჯების გადადგმით ვივლით მომავალი 4 წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში ცხვრების დონე. ამას ჩვენი გუნდი გპირდებათ. ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მაგრამ წინ არის აქტიური მუშაობის 4 წელი. გთხოვთ მხარდაჭერას, რათა გავაგრძელოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანის და მომავალი 4 წლის განმავლობში ერთად შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. ერთად გავაფერადოთ შავ-თეთრი წარსული, გავერთიანდეთ, დავამთაროთ გათითოკაცებული, გახლეჩილი საქართველო, გახლეჩილი საზოგადოება და ყველამ ერთად ავაშენთ უკეთესი სამშობლო და უკეთესი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერაყელი ლტოლვილი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების საქმეზე სამ ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება