გიორგი კვირიკაშვილი: არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენს ქვეყანაში

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

გიორგი კვირიკაშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ განცხადებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენს ქვეყანაში. გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ისაუბრა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერობის კანდიდატს დანგრეული საყდრისი შეახსენა.

„არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა. მე არ ვიცი თქვენი აზრი როგორია, არ ვიცი როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური გავლენა რისთვის სჭირდება ბატონ ბიძინას. მე არ ვარ მისი ადვოკატი და დამცველი. ძალიან გთხოვთ, რომ დაინახოთ დადებითი მომენტები. იძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თავისი პოლიტიკური გავლენა, რომ მას სიმდიდრე მოეხვეჭა, პირიქით, მან საკუთარი რესურსი დააბანდა და დახარჯა ქვეყნის საკეთილდღეოდ.“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ქართუ ბანკის საკითხს, ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა თავისი საბანკო კარიერის შესახებ და თქვა, რომ მისი კარიერა არ დაწყებულა ქართუ ბანკში. 13 წლიანი კარიერიდან საბანკო სექტორში მხოლოდ 6 წელი იმუშავა ქართუ ბანკში. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია და ამას მომავალში არაერთხელ დაადასტურებს.

banner
წინა სტატიაში“ნოდარ ხადურმა ისეთი ცვლილებები შემოგვთავაზა, მეც გამიკვირდა”
შემდეგი სტატია“მინდა ჩავიხედო იმ სფეროებში რომელთანაც ვიცე-პრემიერობის დროს შეხება არ მქონია,”