გიორგი კვირიკაშვილი: არანორმალურია, როდესაც ადამიანები სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით

ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი გამოწვევაა, პოლარიზაცია იქნას დაძლეული და ამ გამოწვევას ჩვენ მაქსიმალურად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრს დაუსვევს კითხვა, რომლის მიხედვითაც, ევროპელი პარტნიორები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის პოლარიზებაზე საუბრობენ.

„ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი გამოწვევაა, პოლარიზაცია იქნას დაძლეული და ამ გამოწვევას ჩვენ მაქსიმალურად გავუმკლავდებით, მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე. საერთოდ საქართველოში არანორმალურია, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ, სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით. მე მგონია, რომ ეს როდესღაც უნდა დამთავრდეს და ამ პოლარიზაციას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ევოლუციური საკითხი და არ არის ერთ დღეში გადასაწყვეტი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: აუცილებლად შემოვიღებთ ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას
შემდეგი სტატიათბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა