გიორგი კვირიკაშვილი: არანაირი სურვილი არ მაქვს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს

kvirika3რუსთავი 2-ის პროცესი სასამართლოში ხარვეზებით წარიმართა – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე გიორგი გაბუნიას კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას არ მოსწონს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა ამტკიცებს, რომ არ აქვს სურვილი ის შეიცვალოს.

„არაერთხელ მქონდა შეხვედრები, სადაც მე ვთხოვე ევროპელ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომ გამოეგზავნათ ჯგუფი, რომელიც უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა ამ სასამართლო პროცესის. მე ვერ დავაკვალიფიცირებდი, რომ ეს იყო მედიასაშუალებებზე შეტევა, მე არ მჯერა, რომ თქვენ გულში გჯეროდეთ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან მედიასაშუალებების ხელში ჩაგდების მცდელობა. გარკვეული ხარვეზები სასამართლოს მხრიდან გამჭვირვალობის კუთხით იყო, არ მოხდა თავიდანვე უზრუნველყოფა მიღებული გადაწყვეტილებების, მე გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო საბჭო არასამთავრობოებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას, თქვენი სარედაქციო პოლიტიკა არის ტენდენციური. არამგონი, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს. პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს რამენაირად, მითუმეტეს არჩევნებამდე, რადგან ვინმეს არ ჰქონდეს სალაპარაკო, რომ ჩვენ რამის შეგვეშინდა. არ გვიშია ნამდვილად“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული ”ფორუმელის” ოჯახი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც “პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან”