გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას

kvirika78პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილი მედიის წამროამდგენლებთან შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საგარეჯოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი არარ ღირს, რადგან პროკურატურამ სესაბამისი განცხადება უკვე გააკეთა.

კვირიკაშვილი ასევე შეეხო რესპუბლიკელი მინისტრების საკითხს და აღნიშა, რომ მათ გათავისუფლებას არ აპირებს.

“რაც შეეხება რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობაში ყოფნას, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები, ეს არის ერთთვიანი ვადა, თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ დროისათვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში, ეს არის ერთად მუშაობის ასეთი გამოცდილება, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: სამართლიანობის აღდგენა, ერთ-ერთ რთულ გამოწვევად რჩება