გიორგი კვირიკაშვილი: აქ ჩემი პირადი დაცვა დგას და ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება

kvirikasყოფილი პრემიერების მხრიდან თანამდებობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილებები არ ბადებდა არასტაბილურობის განცდას, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებტან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული წინა პერიოდში, არ ბადებდა არასტაბილურობის განცდას, არანაირი რყევები ამ გადასვლის პროცესს არ ჰქონია, არ გამოუწვევია. ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ არასტაბილურობის განცდა არ ყოფილა. იყო სხვა გამოწვევები. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის მერე დატოვებდა პოლიტიკას და თავისი სიტყვა შეასრულა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვფიქრობ, რომ ამან რაიმე არასტაბილურობის განცდა შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საკუთარ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა – გახდეს გუნდის ლიდერი.

როგორც პრემიერმა განმარტა, მისი დათანხმება ამ საკითხზე მარტივი არ იყო.

„დღეს ახალი გამოწვევები გვაქვს და ამ ყველაფრის გასამკლავებლად მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა. ჩემი დათანხმება ამაზე მარტივი არ იყო. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში. აქ სადღაც ჩემი პირადი დაცვა დგას და ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მყუდროების განცდა აღარ არსებობს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც “პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან”
შემდეგი სტატიაროგორ ცხოვრობენ მონაზვნები, რომლებსაც მარიხუანა მოყავთ (ფოტოები)