გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

ვაპირებთ, 2020 წლის ბოლომდე საქართველოში დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი გზები, რაც ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვენლოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქით, უნდა დასრულდეს ყველა მნიშვნელოვანი რეგიონული გზა, რათა ტურისტებმა შეძლონ ჩამოსვლა და მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივ მოსახლეობას.

„ამ ამოცანის განხორციელება შეუძლებელია თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრქუტურის გარეშე. ეს არის ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობის საწყისი სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკებები. ეს არის ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც უკვე მუშაობას დაიწყებს წელს. სამ წელიწადში პორტის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქება გარდაამტეხი წერტილი. სამეგრელო გახდება მომავალი საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი. ყველაფერ ამისთვის უმთავრესი ბაზისი არის ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა”- გიორგი ვოლსკი გიორგი პაპუაშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირებული, მუხლებზე დაჩოქილი საქართველო, ჩვენ გვჭირდება წელში გამართული ქართველი კაცი”