გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ათასობით ადამიანი, მათ შორის ადგილობრივებიც დასაქმდებიან.

მისი თქმით, ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულებები, რომ მან გააკეთოს მოსამზადებელი ტრენინგცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად.

“ანაკლიის პორტს რაც შეეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც 2 წელია, მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩართულია ყველა უწყება უწყებათაშორის კომისიაში. ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ, რაც ნიშნავს, რომ დღეს, მთავრობაზე გამოაქვს ეკონომიკის სამინისტროს ეს საკითხი და მთავრობის დამტკიციების შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და წლის ბოლომდე, შესაძლებელი იქნება უშუალოდ, სამუშაოების დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება’, – აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, პირველი კომპონენტის მიხდვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა კონტეინერების ნაწილში ორმაგდება. 3 წელიწადში პორტი დაიწყებს ფუნქციონირებას და ათასობით ადამიანს დაასაქმებს.

ამასთან, ინვესტორის მხრიდან, ჩადებულია ვალდებულებები, რომ მან გააკეთოს მოსამზადებელი ტრენინგცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში.

პრემიერის განცხადებით, ასევე იქნება ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტი, სპორტული მოედნები, ანუ მთელი ინფრასტრუტურის შექმნაა გათავლისწინებული კერძო ინვესტორის მხრიდან.

კვირიკაშვილის აზრით, სივრცითი მოწყობის პროექტის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მთლიანად შეცვლის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ეკონომიკურ ლანდშაპტს საქართველოში.

“დიდ იმედებს ვამყარებთ ამ პროექტზე მარტო საქართველოში 586 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მიესალმება
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ ორი რამით დაასაჩუქრა საზოგადოება, აღარ არის ფსიქოლოგიური ტერორი და ომის მოლოდი”