გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში “ჯემფესტზე” მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა

100-მდე დიჯეი და ხელოვანი ანაკლიაში – „ჯემფესტი“ მეორე სეზონისთვის ემზადება.

ელექტრონული მუსიკის საღამოები 4 დღის განმავლობაში გაიმართება. სპეციალურად ფესტივალისთვის 5 სცენა მოეწყობა, სადაც მუსიკოსები ერთმანეთის მონაცვლეობით, 24-საათიან რეჟიმში დაუკრავენ. ფესტივალის ფარგლებში, იგეგმება ყველაზე მასშტაბური კარვების ქალაქის მოწყობაც.

„ჯემფესტი“ Check in Georgia-ს ფარგლებში, 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში “ჯემპესტის” ორგანიზატორებს ხვდება და მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებს.

13963004_1767874110164255_7206515666578193431_o 13662242_1767874096830923_2847619199250288864_o

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკელები” არჩევნებში მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ